,,პირველი შემთხვევის ადგილზე“ (FOTS)
ორშაბათი, 27 თებერვალი, 2023
თუ არ იცი როგორ უნდა გაუმკლავდე სიტუაციას და დაეხმარო დაზარალებულს, ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში
მაშინ მოდი NAEMT-ის ტრენინგ-კურსზე ,,პირველი შემთხვევის ადგილზე“ (FOTS), რომელსაც GAU-ს მედიცინის სკოლის ტრენინგ ცენტრის საერთაშორისო სერტიფიკატების მქონე ინსტრუქტორთა მაღალკვალიფიციური გუნდი ატარებს.
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) მედიცინის სკოლის ტრენინგ ცენტრი 2020 წლიდან ამერიკის გულის ასოციაციის (AHA) საერთაშორისო ტრენინგ ცენტრი და NAEMT-ის ავტორიზებული სასწავლო ცენტრია.
25 თებერვალს ტრენინგ ცენტრმა, საქართველოს მოტოფედერაციის წარმომადგენლებს უკვე ხელმეორედ უმასპინძლა, ტრენინგზე "პირველი შემთხვევის ადგილზე" (FOTS).
მონაწილეები გაეცნენ გადაუდებელი დახმარების ძირითად პრინციპებს, განიხილეს ისეთი საკითხები როგორებიცაა: სისხლდენის მართვა, სასუნთქი გზების გახსნა, გულფილტვის რეანიმაცია, დაზარალებულის ჩაფხუტის უსაფრთხოდ მოხსნა და დამწვრობის მართვა. ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ საერთაშორისო სერთიფიკატები.
GAU-ს მედიცინის სკოლის ტრენინგ ცენტრი ამზადებს ყველა დაინტერესებულ მსურველს თანამედროვე მეთოდოლოგიით, უახლესი გაიდლაინებითა და რეკომენდაციებით.
დარეგისტრირდი FOTS-ის კურსზე დღესვე:
გაიგე მეტი ტრენინგ ცენტრის შესახებ: