鶹ý

პრdzქტები

კვლ᳥ვა

პრdzქტები

საქართველოში მოზარდი ზოგიერთი მცენარის C 21 გლიკოზიდების ფიტოქიმიური და ბიოლოგიური შესწავლა

საქართველოში მოზარდი ზოგიერთი მცენარის C 21 გლიკოზიდების ფიტოქიმიური და ბიოლოგიური შესწავლა

პროექტის განმახორციელებელი: ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მედიცინის სკოლა, სალერნოს უნივერსიტეტი, ინსბრუკის უნივერსიტეტი
პროექტის ტიპი: კვლევითი პროექტი
პროექტის განხორციელების თარიღი: 2022-2023
პროექტის ფინანსური მხარდაჭერა: ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მედიცინის სკოლა, სალერნოს უნივერსიტეტი, ინსბრუკის უნივერსიტეტი
პროექტის აღწერა:

სამეცნიერო სამყარო განსაკუთრებულ ინტერესს ანიჭებს Cynanchum გვარს და თერაპევტული თვისებებს, განპირობებულს C21 სტეროიდებისგან. ეს ნივთიერებები ამჟღავნებენ ფარმაკოლოგიური მოქმედების ფართო სპექტრს, მაგრამ ლიტერატურა ძირითადად ყურადღებას უთმობს ანტისიმსივნურ აქტივობას. ამ სახეობებზე ჩატარებული ფარმაკოლოგიური მოქმედების მიმოხილვა აღწერილია დიდი რაოდენობით კვლევებში,  განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ამ მონაცემების მიხედვით, ძალიან აქტუალურია საქართველოში მოზარდი Cynanchum-ის სახეობების შესწავლა პრეგნანული გლიკოზიდების შემცველობაზე.

პროექტის მიზანს წარმოადგენს საქართველოში ფართოდ გავრცელებული ორი სარეველა მცენარის Cynanchum acutum L. და Cynanchum funebre Boiss. et Kotschy (=Vincetoxicum funebre Boiss. et Kotschy.) C21 გლიკოზიდების ფიტოქიმიური და ბიოლოგიური კვლ᳥ვა.

Cynanchum acutum არის საკმაოდ შხამიანი მცენარე სხვადასხვა სამედიცინო გამოყენებით. ფრანგული ფარმაცევტული კოდექსის მიხედვით იგი გამოყენებოდა როგორც სასაქმებელი საშუალება, მისი რძის ლატექსი  ტუნისის ხალხურ მედიცინაში გამოიყენება კანისა და თვალის პრობლემებისთვის და მისი თესლები კი საკვებად ირანის ზოგიერთ რეგიონში. Cynanchum acutum-ის მიწისზედა ნაწილების ფიტოქიმიურმა კვლევებმა გამოავლინა რამდენიმე ბუნებრივი ნაერთის არსებობა მათ შორის β-სიტოსტეროლი, ლუპეოლი, α-ამირინი , სარკოსტინი, ქვერცეტინი და ქვერცეტინ 3-O-β-D-გალაქტოზიდი] 4 ფლავონოიდური გლიკოზიდი: ქვერცეტინ დი-O-ჰექსოზიდი, ქვერცეტინ 3-O-რამნოზილ-(1→2)-გლუკოზიდი, ქვერცეტინ 3-O-გალაქტოზიდი, ქვერცეტინ 3-O-ქსილოზიდი და 2 მარტივი კუმარინი: სკოპოლეტინი და სკოპარონი ასევე სხვა შვიდი ფლავონოიდი გამოვლინდა Cynanchum acutum-ის მიწისზედა ნაწილის მეთანოლიანი ექსტრაქტის ანტიჰიპერგლიკემიური და ანტიოქსიდანტური აქტივობა და ასევე მცენარის ეთანოლიანმა ექსტრაქტმა აჩვენა ანთების საწინააღმდეგო ეფექტი ვირთხებში. დაფიქსირდა, რომ C. acutum-ის მიწისზედა ნაწილების სპირტიან ექსტრაქტებს აქვთ მრავალი ფარმაკოლოგიური მოქმედება: ანთების საწინააღმდეგო, ინსექტიციდური, მოლუსკიციდური, ანალგეზიური, სიცხის დამწევი, ჰიპოტენზიური, ჰეპატოპროტექტორული, ანტიარითმიული და სპაზმოლიზური.

ბოლო 10 წლის განმავლობაში გაიზარდა შრომები Cynanchum სახეობიდან გამოყოფილი პრეგნანული გლიკოზიდების ფიტოქიმიური და ბიოლოგიური გამოკვლევების შესახებ და მრავალი ახალი C21 გლიკოზიდია მიღებული. მაგალითად, ექვსი, ცხრა და თექვსმეტი ახალი C21 სტეროიდული გლიკოზიდი იქნა იზოლირებული Cynanchum bungei, Cynanchum stauntonii და Cynanchum mooreanum  ფესვებიდან. უნდა აღინიშნოს, რომ  პრეგნანული გლიკოზიდები წარმოდგენილია Cynanchum სახეობების მხოლოდ ფესვებსა და ფესურებში. მაგრამ Cynancum acutum-ის მიწისქვეშა ნაწილები და მთლიანად Cynanchum funebre არასოდეს ყოფილა შესწავლილი.

პროექტის განხორციელების ეტაპები და შესასრულებელი ამოცანები:

ამოცანა 1: Cynanchum acutum და Cynanchum funebre მიწისქვეშა და მიწისზედა ნაწილებიდან სხვადასხვა პოლარობის ექსტრაქტის მიღება და მათი შედარებითი თვისობრივი შედგენილობის შესწავლა.

ამოცანა 2. Cynanchum acutum-ის და Cynanchum funebre-ს მიწისქვეშა ნაწილების C21 გლიკოზიდების ჯამების გამოყოფა.

ამოცანა 3: C21 გლიკოზიდებით გამდიდრებული ფრაქციების მიღება და დაყოფა ინდივიდუალურ კომპონენტებად.

ამოცანა 4: გამოყოფილ ნივთიერებათა ქიმიური სტრუქტურის დადგენა.

ამოცანა 5: Cynanchum acutum და Cynanchum funebre მიწისქვეშა ნაწილებიდან იზოლირებული C21 გლიკოზიდების ციტოტოქსიკური მოქმედების შესწავლა ადამიანის კიბოს ზოგიერთ უჯრედზე.

ამოცანა 6: მიღებული შედეგების ინტერპრეტაცია, საკონფერენციო თეზისებისა და სტატიების მომზადება, პრეზენტაცია.

  • გაირკვევა Cynanchum-ის გვარის მცენარების მიწისქვეშა ნაწილების სხვადასხვა ქიმიური კლასის ნივთიერებათა ურთიერთგარდაქმნის მდგომარეობა, მათი მეტაბოლიზმის გზები მიწისქვეშა ორგანოებში, რაც ნათელს მოჰფენს მცენარეში მათი წარმოქმნის, ლოკალიზაციისა და  დაგროვების საკითხს. ამავე დროს, უფრო სრულყოფილი წარმოდგენა შეიქმნება, ასევე, მცენარეში C21 სტეროიდული გლიკოზიდების მეტაბოლიზმის საკითხებში;
  • გამოყოფილ იქნება ახალი პრეგნანული გლიკოზიდები, რითაც გამდიდრდება ბუნებრივ ნაერთთა ნომენკლატურა;
  • ჩატარებული კვლევებით გადაწყდება მოსალოდნელი სამკურნალო პრეპარატის წარმოებისათვის მცენარეების ფესვების გამოყენების შესაძლებლობა. ამასთან, ორივე მცენარე სარეველაა და მათი გამოყენების საკითხის გადაწყვეტა ორმხრივად სასარგებლოა;
  • მოსალოდნელია ახალი შედეგების მიღება Cynanchum-ის გვარის მცენარეების მიწისქვეშა და მიწისზედა ნაწილებიდან  გამოყოფილი ნივთიერებების ფარმაკოლოგიური გამოკვლევებით;
  • საინტერესო შედეგების მიღების შემთხვევაში მომზადდება პრეპარატები ფარმაკოლოგიური და  კლინიკური კვლევებისათვის;
  • მიღებული შედეგები სასარგებლო იქნება ქართველი და უცხოელი მეცნიერებისათვის.

კვლევის ფარგლებში დაგეგმილია როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მიღება და კვლევის  სამეცნიერო წრეებისთვის გაცნობა. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში სამეცნიერო პუბლიკაციების მომზადება საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში გამოსაქვეყნებლად.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა