鶹ý

პრdzქტები

კვლ᳥ვა

პრdzქტები

ქრონოტიპის გავლენა საერთაშორისო სტუდენტების მენტალურ ჯანმრთელობასა და ძილის პატერნებზე

ქრონოტიპის გავლენა საერთაშორისო სტუდენტების მენტალურ ჯანმრთელობასა და ძილის პატერნებზე

პროექტის განმახორციელებელი: ქართულ-ამერიკული უნივერისტეტის ბიოსამედიცინო კვლევითი ცენტრი
პროექტის ტიპი: კვლ᳥ვითი&Բ;
პროექტის განხორციელების თარიღი: 2022-2024
პროექტის ფინანსური მხარდაჭერა: DAAD-ის სტიპენდია (ირინე სახელაშვილი), GAU-ს მედიცინის სკოლა
პროექტის აღწერა:

პროექტის მიზანია ქრონოტიპის ურთიერთკავშირის შესწავლა ძილის დარღვევასთან და სტრესის დონესთან, რათა დადგინდეს ორმაგი დიაგნოზის (ძილის და ფსიქიკური აშლილობის) ალბათობა სტუდენტების წარმომადგენლობით ნიმუშში. კვლევის მიზნებია: 1. დილის, ნეიტრალური ან საღამოს ქრონოტიპის პრევალენტობის შესწავლა დღის ძილიანობასთან, სტრესთან და ძილამდე აღგზნებასთან მიმართებაში საერთაშორისო სტუდენტებში;

პროექტის მიზანია შეაფასოს ქრონოტიპს, ძილსა და მენტალურ ჯანმრთელობას  შორის ურთიერთკავშირი, რათა დადგინდეს ორმაგი დიაგნოზის (ძილის და ფსიქიკური აშლილობის) ალბათობა საერთაშორისო სტუდენტებში. კვლევის მიზნებია:

1. დილის, ნეიტრალური ან საღამოს ქრონოტიპის პრევალენტობის შესწავლა კვლევის მონაწილეებში;

2. საერთაშორისო სტუდენტების სტრესის დონის შეფასება, რომლებსაც აღენიშნებათ დღის მომეტებული ძილიანობა და/ან ძილის წინა ერაუზალი;

3. დღის მომეტებული ძილიანობის, ძილის წინა ერაუზალის და სტრესის პრევალენტობასა და  საერთაშორისო სტუდენტებში ქრონოტიპ-განსხვავებს შორის კორელაციის შეფასება;

4. საკვლევ პოპულაციაში სქესის მიხედვით ქრონოტიპ-განსხვავების გავლენის შესწავლა.

პროექტის გაგრძელება უკვე დაგეგმილია ესპანეთში, ჰაენის უნივერსიტეტში, DAAD-EU „ქართველ მკვლ᳥ვართა მობილობის საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში, 2023 წლის სექტემბერ-ნოემბერში, სადაც წარმოდგენილი პროექტის ავტორი ასევე ქართულ -ამერიკული უნივერსიტეტის სახელით ჩაატარებს კვლ᳥ვას, ორივე კვლევის შედეგების დისემინაცია მოხდება ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ეგიდით.

პროექტის შედეგები იქნება წარდგენილი 2023 წლის მსოფლიო ძილის კონგრესზე და დაიბეჭდება სტატია.


სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა