鶹ý

პრdzქტები

კვლ᳥ვა

პრdzქტები

იდიომები ქართულსა და აზერბაიჯანულში

იდიომები ქართულსა და აზერბაიჯანულში

პრdzქტის განმახǃციელებელი: ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ენისა და კულტურის კვლევითი ინსტიტუტი

პრdzქტის ტიპი: საგანმანათლებლო-კვლევითი პროექტი

პრdzქტის განხǃციელების თარიღი: 2020-2021

პრdzქტის ფინანსური მხარჸჭ᳥რა: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლა, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი

პრdzქტის აᴢწ᳥რა:

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მულტიენობრივ კვლევებს. ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი საინტერესო საკითხია იდიომების აᴢწ᳥რა განსხვავებული ენების მიხედვით. ზოგადად, მყარი შეხამებანი ნათლად გამოხატავს ერისა და ხალხის გონებრივ თუ  სულიერ გამოცდილებას. იდიომები ჰქვია ორი ან მეტი სიტყვის შეკავშირებისაგან წარმომდგარ დაუშლელ გამოთქმას, რომლის მნიშვნელობაც არ უდრის მასში შემავალი სიტყვების მნიშვნელობათა ჯამს.

პროექტი მიზნად ისახავს ქართულ და აზერბაიჯანულ ენებში ყველაზე ხშირად გამოყენებული იდიომების აᴢწ᳥რასა და შედარებას, რაც მთავარია, მათს ენობრივ ანალიზს. პროექტში, რომელიც ფაქტობრივად კვლევითი ნაშრომის სახით იქნება წარმოდგენილი, ყურადღება გამახვილდება იმ ტიპის იდიომებზე, რომლებიც ერთსა და იმავე აზრს გადმოსცემენ ქართულ და აზერბაიჯანულ ენებში; გამოიყოფა, თუ რა ენობრივი საშუალებებით არის გამოხატული ერთი და იგივე სათქმელი ორ ენაში. მასალა გაანალიზდება შემდეგი ლექსიკური ერთეულების გათვალისწინებით:

იდიომები, რომელთა შექმნაში მონაწილეობს ადამიანთა სხეულის ნაწილების აღმნიშვნელი სიტყვები. მაგ.: „გულზე გასკდა“, „თვალზე ლიბრი აქვს გადაკრული“, „ენა ექავება“ და სხვ.

იდიომები, რომელთა შექმნაში მონაწილეობს ბუნებისა და მისი მოვლენების აღმნიშვნელი ლექსიკური ერთეულები. მაგ.: „მიწამ პირი უყო“, „ცას ეწია“, „ნისლი გადაეფარა“ და ა. შ.

პროექტი შეუწყობს ხელს ორი ტიპოლოგიურად განსხვავებული ენის ─ ქართულისა და აზერბაიჯანულის ─  ლექსიკური ფონდის ამ მეტად მნიშვნელოვანი სფეროს შესწავლას.

კვლ᳥ვა საფუძვლად დაედება ქართულ-აზერბაიჯანულ იდიომთა მოკლე ლექსიკონის შექმნას. პროექტში ჩართულები იყვნენ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის ქართული ფილოლოგიის მიმართულების მე-3 კურსის სტუდენტები: ნ. გასანოვი, ს. შველიძე, ა. ბრეგვაძე, მ. დალაქიშვილი, ს. ჩემინავა, ლ. ხინიკაძე.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა