საზოგადოება გარდაქმნის ეპოქაში: თანამედროვე საქართველოს სოციალური სტრუქტურა
პროექტის განმახორციელებელი: ქართულ-ამერიკული უნივერისტეტის კონსტიტუციონალიზმისა და დემოკრატიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი
პროექტის ტიპი: ფუნდამენტური კვლევითი პროექტი (FR-22-21892)
პროექტის განხორციელების თარიღი: 2023-2026
პროექტის ფინანსური მხარდაჭერა: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
პროექტის აღწერა:
პროექტის მიზანია შეისწავლოს ჩვენი საზოგადოება და მოახდინოს მისი ახლებური სტრატიფიკაცია სხვადასხვა საერთაშორისო მონაცემთა ბაზებზე დაყრდნობით.
სოციალური სტრატიფიკაციის მიმართულებით ქართულ სოციალურ მეცნიერებებში პრაქტიკულად არანაირი სამეცნიერო დოკუმენტი არ შექმნილა და არანაირი საქმიანობა არ განხორციელებულა. თუ არ ჩავთვლით ძალიან მწირე ფრაგმენტულ ან გარე დამკვირებელთა შეფასებებს. ჩვენი კვლევის კვლევის მიზანია განსაზღვროს და აღწეროს სოციალური მილიოები თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში.
რატომ სოციალური მილიო?
თანამედროვე კვლევებში სოციალურ მილიოში ძირითადად მოიაზრებიან თანამოაზრეთა, ერთნაირად მოაზროვნეთა ჯგუფები, რომლებსაც ერთნაირი ღირებულებები, პრინციპები, ცხოვრების სტილი, ურთიერთობები ახლობლებთან, მენტალიტეტი და სხვა ახასიათებთ. ამ პროექტს სხვა კვლევებისგან გამოარჩევს მისი მეთოდოლოგია რაც გულისხმობს მონაცემებზე დაფუძნებულ ანალიზს, სადაც ერთად იქნება დამუშავებული თეორიული ჩარჩო და მონაცემები. შესაბამისად, თეორიული მუშაობასთან ერთად განხორციელებული იქნება ღრმა მონაცემთა ანალიზი, ევროპულ cross-country მონაცემთა ბაზებზე (ESS; EVS), რომელიც დამატებით უპირატესობას ანიჭებს ამ კვლევით პროექტს, რადგან შესაძლებელს ხდის სხვა ქვეყნებთან შედარებას, დაჯგუფებას, მსგავსებების და განსხვავებების გამოვლენას და სხვა. რაც არსებითად მნიშვნელოვანია კვლევის შედეგების სანდოობის და მნიშვნელობის, მისი როგორც სახელმწიფო, ისე არასახელმწიფო სექტორის მიერ გამოყენების, როგორც დაგეგმარების ისე შედეგიანი სოციალურ-ეკონომიკური, თუ კულტურული პოლიტიკისა ან ცალკეული პრdzქტების წარმოების მიზნით. მონაცემთა მტკიცებულებებზე დაფუძნებული კვლევითი საქმიანობა კი მოგეხსენებათ დიდ ფუფუნებაა ჩვენ რეალობაში, ხოლო ზემოთ ხსენებული ორგანიზაციებთან თანამშრომლობა ამ და სხვა პრdzქტების ფარგლებში, ვფიქრობთ დიდ სარგებელს მოუტანს ჩვენს საზოგადოებასა და სახელმწიფოს.