鶹ý

პრdzქტები

კვლ᳥ვა

პრdzქტები

ბათუმის ორსახოვნება - ნეოლიბერალური კაპიტალიზმი და პოსტ-საბჭოთა ქალაქის უთანასწორობა

ბათუმის ორსახოვნება - ნეოლიბერალური კაპიტალიზმი და პოსტ-საბჭოთა ქალაქის უთანასწორობა

პროექტის განმახორციელებელი: ინტერკულტურული დიალოგის ფორუმი და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლა, კონსტიტუციონალიზმისა და დემოკრატიის სამეცნიერო კვლ᳥ვითი ცენტრი

პროექტის ტიპი: კვლ᳥ვითი

პროექტის განხორციელების თარიღი: 2018

პროექტის ფინანსური მხარდაჭერა: როზა ლუქსემბურგის ფონდი

პროექტის აღწერა:

ბათუმი, წარმოადგენს ქალაქს, რომელიც ყველაზე უკეთ ასახავს პოსტ-საბჭოთა ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ტრანსფორმაციის შედეგებს. ბათუმმა ბოლო წლების განმავლობაში რადიკალური ცვლილებები განიცადა და დღეს ეს არის ადგილი, სადაც ნეოლიბერალური ცხოვრების სტილი და უკიდურესი გაჭირვება თანაარსებობს როგორც ერთი ურბანული სივრცის - ორი განსხვავებული რეალობა. ქალაქის სოციალური სიკეთეები და საზოგადოებრივი სივრცეები განიცდის რღვევას კომერციული ინტერესების სასარგებლოდ. ამავდროულად, ბათუმი საკმაოდ დიდი ისტორიული მეხსიერების მატარებელია, რაც ჯერ კიდევ ასახულია ქალაქის სივრცით მოწყობაში.

პროექტის ფარგლებში ბათუმში გაიმართა საშემოდგომო სკოლა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს 18-29 წლამდე ახალგაზრდებმა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან თანამედროვე ქალაქის განვითარებისა და უთანასწორობის პრობლემატიკით.

საშემოდგომო სკოლის ფარგლებში, 30 სექტემბრიდან 6 ოქტომრამდე, ბათუმის, და არა მხოლოდ ბათუმის, მაგალითზე ქართველმა ლექტორებმა მოწვეულ უცხოელ პროფესორებთან ერთად ისაუბრეს ქალაქის განვითარების პრობლემებზე. მსმენელები მომხსენებლებთან ერთად კრიტიკულად განიხილავდნენ უთანასწორობის გავლენას ქალაქის ურბანულ და სოციალურ სტრუქტურაზე. სკოლის თემატიკა მოიცავდა როგორც თეორიულ კომპონენტს (ლექციები, ტრეინინგები), ისე პრაქტიკულ ნაწილს - ექსკურსია ქალაქ ბათუმში, რომლის დროსაც მონაწილეებმა მოამზადეს სხვადასხვა ტიპის მასალა. სკოლის დასკვნით ეტაპზე მონაწილეებმა ჯგუფში მცირე პრეზენტაცია გააკეთეს მათ მიერ მომზადებულ მასალაზე.

სკოლის სპეციალურად მოწვეულ პროფესორებს წარმოადგენდნენ:

  • გერ დოიზინგსი (Prof. Dr. Ger Duijzings) - რეგენსბურგის უნივერსიტეტის პროფესორი, ერთ-ერთი თანაავტორი პროექტისა  - „ქალაქის მეთოდოლოგია“ (Engaged Urbanism: Cities and Methodologies);
  • ოკსანა ზაპოროჟეცი - მოსკოვის ეკონომიკის უმაღლესი სკოლის პროფესორი.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა