鶹ý

სიახლეები და ღონისძიებები

"OSTE (Objectively structured teaching Encounter) -ის სადგურების დანერგვა ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში!

"OSTE (Objectively structured teaching Encounter) -ის სადგურების დანერგვა ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში!

ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024

აჩვენე კალენდარზე

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა "კონკურენტული ინოვაციების ფონდის" საგრანტო პროექტი: "OSTE (Objectively structured teaching Encounter) -ის სადგურების დანერგვა ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. 

,,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური უნარების სასწავლო ტრეინინგ ცენტრების ბაზაზე შეიქმნა OSTE-ის  ჩატარებისათვის შესაბამისი ფიზიკური სივცრცეები. 

2024 წლის 22-24 აპრილს ჩატარდა საპილოტე ტრეინინგი უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალისათვის. 

ტრეინინგს უძღვებოდნენ გალფის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი (სამედიცინო განათლების მიმართულებით) დეივიდ კრისტოფერ მორგან ტეილორი, ასევე სუნ იატსენის უნივერსიტეტის პროფესორი, კონსულტანტი ტრევორ გიბსი. ამჯერად მიმდინარეობს პროექტის დისემინაცია საქართველოს რეგიონებში, კერძოდ, ქუთაისის აკაკი წერეთლის სამედიცინო უნივერსიტეში, ბათუმის ავიცენას უნივერსიტეტსა  და ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტებში (BAU-Batumi).

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა