იმიტირებული სასამართლო პროცესების კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის დაიწყო!
ორშაბათი, 09 დეკემბერი, 2019
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის ორგანიზებით უკვე მეორე წელია აორგანიზებს იმიტირებული სასამართლო პროცესების კონკურსს სკოლის მოსწავლეებისთვის.
იმიტირებული სასამართლო პროცესი მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საგანმანათლებლო მეთოდად თანამედროვე სამართლის სწავლებაში. კონკურსამდე სკოლის მოსწავლეებს ჩაუტარდებათ პროფესიული ტრენინგი პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში. მონაწილეები თეორიულ საკითხებთან ერთად პრაქტიკოსი იურისტებისაგან მიიღებენ რეკომენდაციებს, დადგამენ იმიტირებულ სასამართლო პროცესებს და შეითავსებენ პროცესის მონაწილეთა როლებს. კონკურსში ჯგუფები კონკრეტული მკვლელობის საქმეს განიხილავენ და ნაფიცი მსაჯულების (და/ან მოსამართლეების) წინაშე იმიტირებულ სასამართლო პროცესს გამართავენ.
ტრენინგების და შეჯიბრის დროს სკოლის მოსწაველეებს მიეცემათ შეასძლებლობა წარმოაჩინონ საკუთარი თავი, ისინი შეძლებენ სამართლებრივ-ანალიტიკურ კვლ᳥ვას და წერილობითი უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას. ორატორული ნიჭის გამომჟღავნებას, დებატების ხელოვნების წარმოჩენას და სასამართლო პროცესში აქტიურ ჩართულობას.
კონკურსი იქნება პირველი ინსტანციის სასამართლოს სიმულაცია, სადაც მონაწილეებს მოუწევთ გამოსვლა ნაფიცი მსაჯულების (და/ან მოსამართლეების) წინაშე და საკუთარი პოზიცის დასაბუთება. იმიტირებული სასამართლოს პროცესის ჩატარების დროს წარმოდგენილი იქნება ყველა აუცილებელი კომპონენტი, რათა ის მაქსიმალურად იყოს მიახლოებული რეალური სასამართლო პროცესთან.
ტურნირი შედგება სამი ეტაპისგან:
1. წინა მოსამზადებელი ტრენინგი
7 დეკემბერს, მონაწილე გუნდებს ჩაუტარდებათ სპეციალური ტრენინგი. ტრენინგის შემდეგ კი გააცნობენ კაზუსებს, რომლებზეც შემდგომში მოუწევთ მუშაობა.
2. ჯგუფური ეტაპი - 14 დეკემბერი:
14 დეკემბერს საქალაქო სასამართლოში ჩატარდება ჯგუფური/შესარჩევი ეტაპი, რომლის ფარგლებშიც გამოვლინდება 2 ფინალისტი გუნდი.
3. ფინალური ეტაპი - 22 დეკემბერი:
22 დეკემბერს კი ჩატარდება ფინალური ეტაპი, უზენაეს სასამართლოში
იმიტირებული სასამართლო პროცესების 2019 წლის კონკურსში მონაწილეობას იღებს 10 სკოლის გუნდი. მათ უკვე ჩაუტარდათ სპეციალური ტრენინგი, რომელსაც უძღვებოდა GAU-ს სამართლის, სოციალური მეცნიერებიბის და დიპლომატიის სკოლის ასოცირებული პროფესორი, ლევან ვეფხვაძე. მონაწილე გუნდები გაეცნენ კაზუსებს, რომელებზე მუშაობაც შემდგომში მოუწევთ. ჯგუფური შესარჩევი ეტაპი გაიმართება 14 დეკემბერს, საქალაქო სასამართლოში.
GAU წარმატებას უსურვებს ყველა მონაწილეს!