鶹ý

სიახლეები და ღონისძიებები

ღია ლექცია - რა არის iOS და რატომ უნდა ვისწავლოთ swift?

ღია ლექცია - რა არის iOS და რატომ უნდა ვისწავლოთ swift?

პარასკევი, 11 სექტემბერი, 2015

აჩვენე კალენდარზე

11 სექტემბერს (2015) ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის და ჯეოლაბის ორგანიზებით გაიმართა ღია ლექცია სახელწოდებით: "რა არის iOS და რატომ უნდა ვისწავლოთ swift?", რომელსაც უძღვებოდნენ მარი მელიქიშვილი, თამარ კაპანაძე და შოთა იორამაშვილი.

შეხვედრა გაიმართა ახალი ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ, მომავლის პროფესიას დაეფლონ და გახდნენ პროგრამისტები სულ რაღაც 90 დღეში, ასევე შექმნან საკუთარი პროექტები.

სპიკერების რეგალიე:
მარი მელიქიშვილმა დაამთავრა ი.ვეკუას სახელობის 42-ე ფიზიკა-მათემატიკური სკოლა. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტი. ასწავლის პროგრამირების საფუძვლებსა და მათემატიკას. 2014-ში მარი მელიქიშვილმა საპრიზო ადგილი დაიკავა ჰაკატონზე, როგორც ჯგუფი ურბანპედიას წევრმა. გავლილი აქვს უკრაინული კომპანიის “SkillUp”-ის ტრენინგი iOS-ში.

თამარ კაპანაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. თამარი მუშაობს ელ. წიგნების სახლში „საბა“ და საქართველოს საზოგადოებრივ ინსტიტუტში (GIPA). თამარ კაპანაძეს რამოდენიმე წლიანი პედაგოგიური გამოცდილება აქვს. 2014-ში საპრიზო ადგილი დაიკავა ჰაკატონზე, როგორც ჯგუფი ურბანპედიას წევრმა გავლილი აქვს უკრაინული კომპანიის “SkillUp”-ის ტრენინგი iOS-ში.

შოთა იორამაშვილმა დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტი. ის მუშაობს ელ. წიგნების სახლში „საბა“ და საქართველოს საზოგადოებრივ ინსტიტუტში (GIPA). აქვს რამდენიმე წლიანი პედაგოგიური გამოცდილება. 2014-ში მან საპრიზო ადგილი დაიკავა ჰაკატონზე, როგორც ჯგუფი ურბანპედიას წევრმა. გავლილი აქვს უკრაინული კომპანიის “SkillUp”-ის ტრენინგი iOS-ში.



სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა