鶹ý

სიახლეები და ღონისძიებები

ქართული ანბანისადმი მიძღვნილი დღე

ქართული ანბანისადმი მიძღვნილი დღე

სამშაბათი, 26 სექტემბერი, 2017

აჩვენე კალენდარზე

ქართული ანბანი, „33 ემოცია“, ახალი ქართული შრიფტის განვითარება და ქართული დამწერლობის კულტურა... სინამდვილეში 33-ზე ბევრად მეტი ემოცია, დისკუსია და საინტერესო ისოტირული ექსკურსი.

26 სექტემბერს (2017) ქართული ანბანისადმი მიძღვნილი ღონისძიება ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა (GAU) სამეცნიერო ბიბლიოთეკაში მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში გამართა. ინტერაქციული საჯარო ლექცია ქართული დამწერლობის სათავეებისა და განვლილი გზის შესახებ ისტორიკოსმა ბუბა კუდავამ წაიკითხა, თანამედროვე ანბანთქების კონცეფციის "33 ემოცია" წარდგინება პროექტის ხელმძღვანელმა ეკატერინე ტოგონიძემ გამართა, ახალი ქართული შრიფტების შექმნასა და განვითარებაზე შრიფტის დიზაინერმა აკაკი რაზმაძემ ისაუბრა.

დიდი მადლობა ყველას მონაწილეობისთვის, ინტერესისთვის, ასეთი მაღალი ჩართულობისა და ქართული ანბანის საკითხის წამოწევისთვის. ეს ის თემაა, რომელზეც ალბათ ყველას მეტი ფიქრი, ინფორმაცია და დისკუსია გვჭირდება. მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა