鶹ý

სიახლეები და ღონისძიებები

GAU-მ ახალი სასწავლო წელი საქველმოქმედო აქტივობით დაიწყო

GAU-მ ახალი სასწავლო წელი საქველმოქმედო აქტივობით დაიწყო

კვირა, 13 სექტემბერი, 2015

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა GAU-მ მხარდაჭერა გამოუცხადა ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდს „ნატვრის ხე'' და 13 სექტემბერს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართული ღონისძიების ერთ-ერთი სპონსორი გახდა.

კონცერტში მონაწილეობდნენ უცხოელი სტუმრები, საოპერო ხელოვნების მეგა ვარსკვლავები: 21-ე საუკუნის უდიდესი ტენორი ფაბიო არმილიატო, მსოფლიო დივა დანიელა დესი, გამორჩეული ბარიტონი ალბერტო გაძალე, თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო მევიოლინე ფრანჩესკა დეგო და მაესტრო დანიელე რუსტიონი.

13 სექტემბერს ხელოვანები, სახელმწიფო თუ კერძო ორგანიზაციების წარმომადგნლები ბავშვებისა და მოზარდების გადასარჩენად გაერთიანდნენ. ბილეთებით, სატელეფონო ზარებითა და გადარიცხვებით შესული თანხა ფონდის ბენეფიციარების მკურნალობას ხმარდება.

კონცერტი იმედის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. საღამოს GAU-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ჟურნალისტი და პროზაიკოსი ეკატერინე ტოგონიძე უძღვებǃა.

GAU არ GAUრბის სოციალურ პასუხისმგებლობას!

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა