鶹ý

სიახლეები და ღონისძიებები

საქართველოში პირველი ტექნოლოგიური პარკი გაიხსნა

საქართველოში პირველი ტექნოლოგიური პარკი გაიხსნა

ოთხშაბათი, 13 იანვარი, 2016

აჩვენე კალენდარზე

სასწავლო ცენტრები და ლაბორატორიები, საერთაშორისო მაღალტექნოლოგიური კომპანიების ტრენინგ-ცენტრები და შოუ-რუმები, მაღალტექნოლოგიური ინკუბატორი, სამრეწველო ინოვაციების უნივერსალური ლაბორატორია და co-working ცენტრი - ეს ყველაფერი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შეაფასა, როგორც „პირდაპირი ინვესტიცია საქართველოს მომავალში. სივრცე, სადაც სრულდება თანამშრომლობა სამ ძირითად მიმართულებას შორის: აკადემია, ანუ სამეცნიერო მიმართულება, ეკონომიკა, ანუ ქვეყნის სამეწარმეო წრეები და მთავრობა.“

ოქროყანაში, 10 063 კვ. მ. ტერიტორიაზე გაშენებული ტექნოპარკის გახსნის საზეიმო ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, ბიზნეს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ,

მათ შორის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პრეზიდენტი რ. მაიკლ ქაუგილი და GAU-ს IT ლაბორატორიის ჯეოლაბის წარმომადგენლები.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა