鶹ý

სიახლეები და ღონისძიებები

დედა ენის დღის აღნიშვნა GAU-ში

დედა ენის დღის აღნიშვნა GAU-ში

ოთხშაბათი, 12 აპრილი, 2017

აჩვენე კალენდარზე

12 აპრილს (2017) ქართული შრიფტის შექმნა-განვითარების მნიშვნელობა და გამოწვევები - ამ თემით დედა ენის დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა დიზაინერმა, შრიფტის ინჟინერმა ალექსანდრე ჩარკვიანმა დაიწყო. საინტერესო პრეზენტაციას რატი ამაღლობელის საჯარო ლექცია მოჰყვა ქართული ენის და ზოგადად ფილოლოგიის თემაზე.

"სინამდვილეში ენა ცოცხალი არსებაა." - აღნიშნა პოეტმა, - "ადამიანს რაღაც ტიპის ცნობიერი კავშირი უნდა ჰქონდეს ენასთან. ეს სიფაქიზე, ეს მგრძნობელობა აქცევს მწერალს მწერლად, პოეტს - პოეტად, მოაზროვნეს - მოაზროვნედ.

ვინ არის სინამდვილეში პოეტი და მწერალი? ენის წარმომადგენელი. ვინ აირჩია ის? თუ ვინმემ კარგი მწერალი და კარგი პოეტი არიჩია, ეს არის ენა, რომელმაც მას თავისი შინაგანი, დაფრული, იდუმალი მხარეები გამოუჩინა, მასში გაცოცხლდა, მასში ამეტყველდა, რადგან ენა ობიექტური ქმნილებაა, რომელიც თავად საუბრობს ჩვენში."

შეხვერდა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა და ყველანი კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ქართული ენა მენტალური არქეოლოგიის საშუალებას იძლევა, ქართული ანბანი ჩვენი წარსულის რეკონსტრუქციის დიდი შესაძლებლობაა.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა