ზაზა რუხაძე საქართველოს იურიდიულ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრ-აკადემიკოსად აირჩიეს
სამშაბათი, 12 აპრილი, 2016
GAU-ს სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლის დეკანი ზაზა რუხაძესაქართველოს იურიდიულ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრ-აკადემიკოსად აირჩიეს.
ბატონი ზაზა GAU-ს სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის ფაკულტეტს დაარსების დღიდან ხელმძღვანელობს.
მისი სამეცნიერო კვლევის ობიექტია სახელმწიფო და სამართალი. პროფესორ ზაზა რუხაძის სამუშაო გამოცდილება საინტერესო და მრავალფეროვანია, ბიოგრაფიას შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს ვებ გვერდზე: /ka/about/lecturerseach/zaza-rukhadze
იურიდიულ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრ-აკადემიკოსის დიპლომი მას GAU-ში პირადად გადასცა აკადემიის პრეზიდენტმა, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორმა, შოთა ფაფიაშვილმა.
ვულოცავთ ბატონ ზაზას და პროფესიულ წარმატებასთან ერთად GAU-ს კიდევ ბევრი თაობის ფორმირებაში ვუსურვებთ თავისი მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას!