სოციალურ ინოვაციებთან დაკავშირებული ჰაკათონი, სკოლის მოსწავლეებისთვის, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, GeoLab-ის მიერ, ჩატარდა.
ჰაკათონის მონაწილეები გარკვეული პერიოდის განმავლობაში მობილური აპლიკაციების, კომპიუტერული თამაშების და ვებგვერდების პროტოტიპების შექმნაზე მუშაობდნენ, რომელთა მიზანი ადამიანების მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემების ირგვლივ გაერთიანება, საკუთარი ცოდნის და გამოცდილების გაზიარება და უკეთესი მომავლის შექმნა იყო.
ჰაკათონის ჟიურის წევრებს შორის, GAU-ს ბიზნესის სკოლის ვიცე-დეკანი, ნატო ტორონჯაძეც იყო, რომელმაც ფინალურ ეტაპზე გამარჯვებულ გუნდს, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისგან სასწავლო ვაუჩერი გადასცა.
ჰაკათონის გამარჯვებული გუნდების ვინაობებია:
- I ადგილი - რუსთავის #4 საჯარო სკოლა - დაჩი გაჩეჩილაძე, დიმიტრი ერვანდიანი
- II ადგილი - თბილისის #154 საჯარო სკოლა - თამარ ბერიძე, მარიამ გურგენიძე, თინათინ შავიძე, ნიკოლოზ ცუცქირიძე
- III ადგილი - ბოლნისის #5 საჯარო სკოლა - საბა ანდიაშვილი, მათე გოგებაშვილი, გიორგი ქალდანი, ბასილი პეტრიაშვილი
წარმატებებს ვუსურვებთ გამარჯვებულ გუნდებს!