რა უნდა გაითვალისწინონ GAU-ს სტუდენტებმა საქართველოს ბანკის სტიპენდიის მოსაპოვებლად?
საქართველოს ბანკმა პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთად ქართველი სტუდენტ᳥ბისთვის მასშტაბური სასტიპენდიო პროგრამა დაიწყო.
,, ჩვენთვის მთავარია თითოეული ინდივიდი, მისი პოტენციალის აღმოჩენა და რეალიზება, რადგან როგორც საქართველოს ბანკი იტყვის ხოლმე, “შესაძლებლობები უსაზღვროა”, მთავარია მას მიაგნო, მოირგო და განავითარო. ესაა ჩვენი მისია: თითოეულ სტუდენტს საკუთარი ნიჭის აღმოჩენასა და მის პროფესიად ქცევაში დავეხმაროთ, რათა სამომავლოდ, საკუთარ საქმესა და პროფესიაში ყველა საფეხურზე ეფექტური, სტრატეგიულ შედეგზე ორიენტირებული და რაციონალური გადაწყვეტილებები მიიღონ, რომლებიც მათ ცხოვრებასა და წარმატებას განსაზღვრავს.
სტუდენტობა ერთგვარი ტრანსფორმაციის გზა, ძიებისა და აღმოჩენების პროცესია. ამ გზაზე მნიშვნელოვანია ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც ძველს ახლით თამამად შეცვლის, ცვლილებებს არ შეუშინდება და შეუქცევად განვითარების პროცესს უზრუნველყოფს. ამიტომ, ბოლო მთავარი რჩევა, რომელსაც სტუდენტებს მივცემდი, ასეთია: იფიქრეთ სტრატეგიულად და მიიღეთ გადაწყვეტილებები, რომლებიც ორიენტირებული იქნება შესაძლებლობების ეფექტურად გამოყენებასა და რაც შეიძლება მეტი რესურსის დაგროვებაზე, რადგან ეს რესურსები და ცოდნა შემდგომ თქვენი წარმატების მთავარი გზამკვლევი იქნება”, - გია ჩქოფოია, GAU-ს განვითარების სამსახურის უფროსი
GAU-ში საქართველოს ბანკის სტიპენდიის მიღების შესახებ დამატებით ინფორმაციას აქ შეგიძლია გაეცნო:
დამატებითი ინფორმაცია ბლოგზე: