“2020 In A Nutshell” - კონკურსი GAUელებისთვის!
პოსტერით, ვიდეოთი ან 6 სიტყვით მოყოლილი 2020.
2020 - წელი, რომელმაც ბევრი რამ გვასწავლა.
ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, რომელიც 2020 წელს პოზიტიურად შეაფასებს. ლოგიკურია, პანდემია, ეკონომიკური კრიზისი, ლოკდაუნი, რეგულაციები ვერასდროს იქნება პოზიტიური შინაარსის მატარებელი. მაგრამ, მიუხედავად ამ ყველაფრისა, 2020 წლის მიმართაც კი შეგვიძლია მადლიერები ვიყოთ, რადგან 2020 აღმოჩნდა გარდამტეხი წელი ადამიანების ცნობიერებაში. თითქოს დრო გაჩერდა და გაჩნდა შესაძლებლობა მეტი დაკვირვებისთვის, გააზრებისთვის და აღმოჩენისთვის. მივხვდით, რომ ჩვეული შეიძლება გადაიქცეს უჩვეულოდ და პირიქით.
GAUელებს გეძლევათ შესაძლებლობა, წლის მიწურულს, გუნდურად ან ინდივიდუალურად მონაწილეობა მიიღოთ კონკურსში და შეაჯამოთ 2020 წელი ვიდეოს, პოსტერის ან ტექსტის დახმარებით (a 6-word story). თქვენთვის სასურველ ფორმატში კრეატიულად, ორიგინალურად და კონკრეტული კრიტერიუმების გათვალისწინებით უნდა შეაჯამოთ 2020, როგორც პანდემიის წელი.
საპრიზო ფონდი:
- თითოეულ ფორმატში გამოვლინდება ერთი გამარჯვებული.
- თითოეულ ფორმატში პირველი ადგილის მფლობელს/მფლობელებს (გუნდის შემთხვევაში) გადაეცემა(თ) 700 ლარი.
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
- კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ GAU-ს სტუდენტებს, როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად. გუნდში მონაწილეთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 3 სტუდენტს;
- კონკურსში წარსადგენი მასალა არ უნდა შეიცავდეს დისკრიმინაციულ შინაარსს;
- ერთ კონკურსანტს შეუძლია სხვადასხვა კატეგორიაში მონაწილეობის მიღება.
- კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა , ხოლო თქვენი ნამუშევარი გამოაგზავნეთ მეილზე 2020inanutshell@gau.edu.ge-ზე 20 დეკემბრის ჩათვლით, Subject-ში მიუთითეთ მონაწილის/ების სახელი და გვარი.
გამარჯვებულები გამოვლინდებიან 23 დეკემბერს ჟიურის მიერ.
კონკურსანტებს შეუძლიათ სამი ფორმატიდან აირჩიონ ერთ-ერთი:
ვიჸო:
- ვიდეოს ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 90 წამს.
- ვიდეოში გამოყენებული უნდა იყოს ავთენტური (თქვენს მიერ გადაღებული ან შექმნილი) კადრები;
ვიდეოში დასაშვებია კოვიდ 19-ის შესახებ არსებული სიუჟეტების გამოყენება, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ვიდეოს ხანგრძლივობის 1/3-ს; - ვიდეო შესაძლებელია იყოს ან ხმის ან პერსონაჟის გარეშე (ვიდეოში აუცილებლად უნდა იყოს ერთ-ერთი).
- ვიდეო შეიძლება იყოს მხატვრული, ანიმაციური ან დოკუმენტური ხასიათის.
პოსტერი:
- პოსტერი უნდა იყოს ავთენტური (თქვენს მიერ შექმნილი);
- პოსტერის ვიზუალური ნაწილი უნდა იყოს გამართული: ფერების კომბინაცია, სიმეტრიულობა, ტექსტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ჰარმონიულობა პოსტერის ზოგად ვიზუალთან;
- პოსტერი უნდა იყოს png ფორმატში.
6 სიტყვიანი „მოთხრობა“:
- "6 სიტყვიანი მოთხრობა“ გახლავთ 6 სიტყვით გადმოცემული ისტორია. წინადადება, რომელიც თავისი შინაარსით და სიტყვების წყობით გადმოსცემს აზრს, რომელიც გავრცობადი და მრავლისმთქმელია. მაგალითად: «For sale: baby shoes, never worn» ("იყიდება ბავშვის ფეხსაცმელი, უხმარი" - Ernest Hemingway).
- 6 სიტყვიანი „მოთხრობა“ უნდა იყოს თქვენს მიერ შექმნილი, პლაგიატის შემთხვევაში კონკურსზე არ განიხილება თქვენი ნამუშევარი.
- "მოთხრობა“ უნდა იყოს აზრობრივად და მორფოლოგიურად გამართული.
შეფასების კრიტერიუმები:
- ვიჸო:
1. ვიდეოს ზოგადი ხარისხი და ქრონომეტრაჟი;
2. ორიგინალურობა და ავთენტურობა;
3. კრეატიულობა;
4. Task completion (რამდენად პასუხობს შინაარსი კონკურსის მოთხოვნებს);
5. შინაარსის აღქმადობა. - პოსტერი:
1. პოსტერის ზოგადი მახასიათებლები (პოსტერის ხარისხი, სიმეტრია, ჰარმონია, ფერთა შეხამება);
2. ორიგინალურობა და ავთენტურობა;
3. კრეატიულობა;
4. Task completion (რამდენად პასუხობს შინაარსი კონკურსის მოთხოვნებს);
5. შინაარსის აღქმადობა. - ტ᳥ქსტი:
1. ტექსტის სტრუქტურა;
2. ავთენტურობა;
3. კრეატიულობა, ორიგინალურობა და სისხარტე;
4. Task completion (რამდენად პასუხობს შინაარსი კონკურსის მოთხოვნებს);
5. შინაარსის აღქმადობა.
კონკურსის შინაარსთან ან/და კრიტერიუმებთან დაკავშირებით კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 593283244, ანანო.