鶹ý

სიახლეები და ღონისძიებები

დავით ნარმანიას ვიზიტი ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში

დავით ნარმანიას ვიზიტი ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში

სამშაბათი, 01 აპრილი, 2014

აჩვენე კალენდარზე

1 აპრილს (2014) GAU-ს ეწვია და სტუდენტებს შეხვდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით ნარმანია.

შეხვედრა უნივერსიტეტის ინიციატივით გაიმართა და ახალგაზრდებისთვის სამინისტროს საქმიანობის, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების სპეციფიკის გაცნობასა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მიმოხილვას ისახავდა მიზანად.

„სტუდენტებმა დასვეს კონკრეტული კითხვები, რომელზეც მიიღეს პასუხები, გამოთქვეს მოსაზრებები, რაც მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ახალგაზრდების შეხედულებები ჩვენ საქმიანობაში აისახოს,'' - განაცხადა დავით ნარმანიამ, - „სტუდენტები, როგორც მომავალი სპეციალისტები, ყოველთვის ძალიან საინტერესო მოსაზრებებით ხასიათდებიან, ამიტომ, ჩემთვისაც ნაყოფიერია მათთან შეხვედრა და დისკუსია,'' - განაცხადა დავით ნარმანიამ.

შეხვედრით კმაყოფილება გამოთქვეს უნივერსიტეტის ლექტორებმა და სტუდენტებმა. „ეს შეხვედრა მართლაც საინტერესოა, რადგან საუბარი წარიმართა იმ თემების შესახებ, რომელიც მნიშვნელოვანია, როგორც აკადემიური წრეების, ისე - სტუდენტებისათვის და ზოგადად, მთელი საზოგადოებისათვის,'' -  განაცხადა უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა, ზაზა რუხაძემ.

„ასეთი საუბრები სტუდენტობასთან აუცილებელია,'' - თქვა უნივერსიტეტის სტუდენტმა, ნუგზარ ტატიშვილმა, - „დაისვა ძალიან ბევრი კითხვა, რომელიც ახალგაზრდობას გვაწუხებს და ძალიან ბევრ კითხვაზე  მივიღეთ პასუხი, დავსვით ჩვენი პრობლემებიც. იმედია, ასეთი შეხვედრები მინისტრებთან  არაერთხელ გაიმართება.''

შეხვედრა მინისტრსა და სტუდენტებს შორის აქტიური დიალოგის ფორმატში წარიმართა.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა