გაცნობითი კვირეული მედიცინის სკოლის პირველკურსელი სტუდენტ᳥ბისთვის
პარასკევი, 06 დეკემბერი, 2019
2-6 დეკემბერს (2019) ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) მედიცინის სკოლის პირველკურსელი სტუდენტ᳥ბისთვის ჩატარდა გაცნობითი კვირეული, რომლის ფარგლებში სტუდენტები შეხვდნენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, ფაკულტეტის დეკანის მოადგილეს, სტუდენტურ ომბუდსმენს, კარიერის ცენტრის მენეჯერს, მარკეტინგის სამსახურსა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელს და ინფორმაცია მიიღეს მათთვის აქტუალურ საკითხებზე.
შეხვედრის მიმდინარეობისას სტუდენტებმა საინტერესო რჩევები მიიღეს კარიერის ცენტრის მენეჯერისგან, კარიერულ საკითხებთან დაკავშირებით. შეხვედრის დასასრულს ჩატარდა ინდივიდუალური/ჯგუფური კონსულტაციები.
კვირეული მიზნად ისახავდა უნივერსიტეტში არსებული ეთიკური ნორმებისა და ქვეყნის კულტურული თავისებურებების გაცნობას, ასევე პროგრამის კურიკულუმის მიმოხილვასა და სხვადასხვა აქტივობაში ჩართვის შესაძლებლობების შესახებ ინფორმირებას.
კვირეულზე უფროსკურსელებმა საკუთარი გამოცდილება და შთაბეჭდილებები პირველკურსელებს გაუზიარეს.