GAUღე კარი გამოწვევებს - „მტრობა არ არსებობს“ - ლევან ბერძენიშვილი
ოთხშაბათი, 19 ნოემბერი, 2014
GAU-ში ლექციების ციკლი „GAU - ღე კარი გამოწვევებს'' ტრადიციულ სახეს იღებს. 19 ნოემბერს (2014) ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტს (GAU) ლევან ბერძენიშვილი ესტუმრა. საჯარო ლექცია „მტრობა არ არსებობს'' ვაჟა-ფშაველას, შექსპირისა და ევრიპიდეს შემოქმედების ანალიზს დაეთმო. მსჯელობა გალაქტიონს, ბარათაშვილს, დოსტოევსკის, ჰიუგოსა და სხვა დიდ მწერლებსაც შეეხო.
კონფლიქტები, მტრობა, დაუნდობელი ნაბიჯები, გამოსავლის ძიება, მიტევება და უბრალოდ გაგება, მტერთან ადამიანური საერთო წერტილის გამონახვა - ლიტერატურული პერსონაჟებიდან რეალურ ცხოვრებისეულ მაგალითებამდე - ამ კონცეფციით წარმართული საუბარი მთავარი იდეით გაერთიანდა: შურისძიება აბსურდულია, მტრობის დაძლება - შესაძლებელი.
საჯარო ლექციის მეორე ნაწილში ტრადიციისამებრ დისკუსია გაიმართა. კითხვებზე პასუხი და აზრთა გაცვლა ინტერაქტიური და ემოციური აღმოჩნდა. GAU-ს სტუდენტებსა და თანამშრომლებთან ერთად შეხვედრას ბევრი ისეთი სტუმარიც ესწრებოდა, რომელთაც ღონისძიების შესახებ ჩვენი საიტისა და Facebook გვერდის საშუალებით გაიგეს.
მომდევნო საჯარო ლექცია ლევან გიგინეიშვილთან 9 დეკემბერს გაიმართება. არ გამოტოვოთ აქტუალური და საინტერესო შეხვედრა - „მოვალეობიდან უფლებებამდე: ქრისტიანობისა და ლიბერალიზმის რთული ქორწინება'', დაწვრილებით ინფორმაციას ჩვენი Facebook გვერდით მოგაწვდით: www.facebook.com/鶹ýAmericanUniversity
GAU-ზიარე ინფორმაცია მეგობრებს!
GAU-ს საჯარო ლექციები ყველასთვის ღიაა!