鶹ý

სიახლეები და ღონისძიებები

GAU-ს ექსკურსია ბორჯომში

GAU-ს ექსკურსია ბორჯომში

კვირა, 20 მაისი, 2018

აჩვენე კალენდარზე

GAU-ს ექსკურსიათა ციკლის ფარგლებში ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტები 20 მაისს (2018) ბორჯომის ხეობას ეწვივნენ. სტუდენტებმა მოინახულეს ტიმოთეს უბანი, მწვანე მონასტერი და წმ. სერაფიმ საროველის სახელობის დედათა მონასტერი. ისტორიული ადგილების მონახულების შემდეგ, GAUელებმა გაისეირნეს ბორჯომის პარკში, მოგვიანებით კი სასიამოვნო გარემოში, მუსიკის თანხლებით გაატარეს ემოციებით დატვირთული კვირა საღამო. მაშინ როდესაც სტუდენტები თბილისში დასაბრუნებლად ემზადებოდნენ, გაირკვა, რომ ექსკურსიაში მონაწილე ერთ-ერთი სტუდენტის დაბადების დღე თენდებოდა. სტუდენტებმა მთელი ბორჯომი მოიარეს საზეიმო ტორტისა და სანთლების ძიებაში და საბოლოოდ ერთად აღნიშნეს თავიანთი თანაუნივერსიტეტელის დაბადების დღე.

GAU-ს ექსკურსიები მიზნად ისახავს სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტების არააკადემიურ გარემოში გაცნობასა და დამეგობრებას. შემოგვიერთდით, ერთად მოვინახულოთ საქართველოს სხვადასხვა კუთხე და უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა