鶹ý

სიახლეები და ღონისძიებები

ერთდღიანი ექსკურსია კახეთში

ერთდღიანი ექსკურსია კახეთში

კვირა, 21 მაისი, 2017

აჩვენე კალენდარზე

21 მაისს (2017), ექსკურსიათა ციკლის ფარგლებში ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) სტუდენტებმა მოინახულეს კახეთი. ექსკურსია გაიმოირჩეოდა მრავალფეროვნებით. სტუდენტებმა ერთად უგულშემატკივრეს GAU-ს ფეხბურთის ნაკრების წევრებს, რომლებიც თელავის გუნდს ეჯიბრებოდნენ. შემდეგ გაემართნენ ალავერდისკენ, სადაც მოინახულეს ალავერდის ტაძარი. წინანდალში სტუდენტებმა დაათვალიერეს ჭავჭავაძეების სახლი. ისეირნეს მუზეუმის ტერიტორიაზე და გადაიღეს მრავალი სამახსოვრო ფოტო. ბოლო გაჩერება კი მუზეუმთან ახლოს მდებარე სახლი გახლდათ, სადაც დიდი სითბოთი და სტუმართმოყვარეობით უმასპინძლეს GAUელებს.

მადლობას ვუხდით ექსკურსიაში მონაწილეებს ასეთი სასიამოვნო დღისთვის. 2017 წლის პირველი სემესტრის ექსკურსიათა ციკლი დასრულებულია. სამომავლო გასვლითი ტურების შესახებ ინფორმაცია იხილეთ სექტემბრიდან GAU-ს ოფიციალურ Facebook და Web გვერდებზე.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა